ოპოზიციის თქმით, პოლიტიკური კრიზისის მოგვარების პროცესში ევროკავშირის 6 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩაერთვებიან
12/04/2021 09:53:33 პოლიტიკა
ოპოზიციის თქმით, პოლიტიკური კრიზისის მოგვარების პროცესში ევროკავშირის 6 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩაერთვებიან.
საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს ერთად ესტუმრებიან თუ ცალ-ცალკე უცნობია. ამასთან, ოფიციალურად არც ის ქვეყნები კონკრეტდება, რომელთა დიპლომატებიც ჩამოვლენ. თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ეს დიპლომატები ესტონეთის, ლატვიის,ლიეტუვის, შევედეთის, პოლონეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები იქნებიან.
ისინი თბილისს სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს ეწვევიან.
“იგეგმება საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტები მიმდინარე თვეს”, – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა "რუსთავი 2-ის” ეთერში 9 აპრილს.
მსგავსი განცხადება გუშინ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემაც გააკეთა:
“ძალიან მნიშვნელოვანი დელეგაცია უნდა ეწვიოს ჩვენ ქვეყანას. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან. კარგია, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოდიან, რომელთა ჩამოსვლა სწორედ ეძღვნება ამ კრიზისს, რაშიც ქვეყანა იმყოფება. მე იმედი მაქვს, რომ ეს ჩამოსვლაც ხელს შეუწყობს კრიზისის გადაჭრის გზებზე შეთანხმებას”.


