Accentnews.ge
"შევხვდებით ყველას, ვინც დაინტერესებულია "ნამოხვანჰესის" პროექტის გაუმჯობესებაში"

"შევხვდებით ყველას, ვინც დაინტერესებულია "ნამოხვანჰესის" პროექტის გაუმჯობესებაში"

12/04/2021 12:30:46 პოლიტიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, უახლოეს დღეებში "ნამოხვანჰესთან" დაკავშირებით ფართომასშტაბიანი შეხვედრა გაიმართება.

როგორც თურნავა ამბობს, შეხვედრაზე მიიწვიეს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ექსპერტები და მეცნიერები.

„ვფიქრობთ, უახლოეს დღეებში გავმართავთ ფართომასშტაბიან შეხვედრას, რომელზეც ვიწვევთ არასამთავრობო სექტორს, მეცნიერებს, ექსპერტებს, ყველას, ვინც დაინტერესებულია და თვლის, რომ დადებითი წვლილი შეუძლია შეიტანოს ჰესის პროექტის არსებული კვლევების გაუმჯობესებაში ან უბრალოდ გაეცნოს კვლევებს, რომელთაც მათ გადავცემთ", - აცხადებს თურნავა.

მისი თქმით, კომპანია კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ მთავრობის მოთხოვნით, სახელმწიფოს გადასცა საკმაოდ ვრცელი სია და ყველა იმ კვლევის დოკუმენტაცია, რაც მანამდე იყო ჩატარებული.

ნათია თურნავა ამბობს, რომ საუბარია საკმაოდ სოლიდურ კვლევებზე:

"დაახლოებით მაისის ბოლოსთვის ექსპერტები მოგვიბრუნდებიან თავისი რეკომენდაციებით და კომპანია ვალდებული იქნება გაითვალისწინოს ეს რეკომენდაციები. რაც შეეხება შეხვედრებს, რა თქმა უნდა, მზად ვართ შეხვედრებისთვის და უფრო მეტსაც გეტყვით, ეს პროექტი არის ხანგრძლივი პროცესი და პროექტის ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ეტაპზე მზად ვიქნებით შეხვდეთ როგორც მოსახლეობას, ასევე არასამთავრობო სექტორს და სხვა დაინტერესებულ პირებს“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S