Accentnews.ge
"მჯერა, პარლამენტის არჩეული წევრები აცნობიერებენ, რა დევს ახლა მათი ქვეყნისთვის სასწორზე"

"მჯერა, პარლამენტის არჩეული წევრები აცნობიერებენ, რა დევს ახლა მათი ქვეყნისთვის სასწორზე"

12/04/2021 12:35:54 პოლიტიკა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ საქართველოს წინაშე მდგარი პრობლემები მთელი მთავრობისა და პარლამენტის სრული შემადგენლობით მუშაობას მოითხოვს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ეს კრიზისი გადაჭრან. საზოგადოებისგან გვესმის, რომ იგი ელოდება კრიზისის გადაჭრას რაც შეიძლება სწრაფად და მალე, რათა პარლამენტის არჩეულმა წევრებმა მუშაობა დაიწყონ იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას. ეს გამოწვევებია კოვიდი, ეკონომიკა, ცვალებადი რეგიონული დინამიკა. ეს გამოწვევები, საქართველოს საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მოითხოვს მთელი მთავრობისა და მთელი პარლამენტის მუშაობას. პარტიები ერთმანეთთან მოლაპარაკებებს განაგრძობენ, გვინდა, რომ ეს შესაძლებელი იყოს ფასილიტაციით და დიალოგის გაგრძელებით. მე მჯერა, რომ პარლამენტის არჩეული წევრები აცნობიერებენ, რომ რა დევს ახლა მათი ქვეყნისთვის სასწორზე და კომპრომისების საფუძველზე მიიღებენ გადაწყვეტილებებს, რაც შეთანხმებისთვისაა საჭირო“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

ევროკავშირის ორივე მედიაცია, რომლის მიზანი იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა, წარუმატებლად დასრულდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S