Accentnews.ge
ლევან ბეჟაშვილი განმარტავს, რატომ ითხოვს ზურაბ ადეიშვილი საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას

ლევან ბეჟაშვილი განმარტავს, რატომ ითხოვს ზურაბ ადეიშვილი საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას

12/04/2021 16:35:43 პოლიტიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ბეჟაშვილის განმარტებით, საქართველოს ყოფილ იუსტიციის მინისტრს, ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს უკვე რამდენიმე წელია, მიღებული აქვს უკრაინის მოქალაქეობა. ამიტომ, მისი თქმით, კონსტიტუციიდან და მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის ვალდებულებაა, ცნობად მიიღოს მისი ეს განცხადება და შეუწყვიტოს მოქალაქეობა.

იუსტიციის ექს–მინისტრი, ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას ითხოვს. მან სააგენტოს შესაბამისი განცხადებით მიმართა.

ზურაბ ადეიშვილმა საქართველო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა. იგი დაუსწრებლად რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზეა მსჯავრდებული. საქართველოს კანონით მოქალაქეობის შესახებ საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლაზე, თუ იგი ბრალდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ან არსებობს მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი, რომელიც უნდა აღსრულდეს. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში აღნიშნავენ, რომ კანონით დადგენილი ვადების ფარგლებში ზურაბ ადეიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საქმე მაისში დასრულდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S