Accentnews.ge
კობახიძე აშშ-დან ბრიუსელში გაემგზავრება და შარლ მიშელს შეხვდება

კობახიძე აშშ-დან ბრიუსელში გაემგზავრება და შარლ მიშელს შეხვდება

12/04/2021 20:17:04 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აშშ-დან ბრიუსელში გაემგზავრება და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდება. ამის შესახებ "პალიტრანიუსის" ეთერში "ქართული ოცნების" დეპუტატმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

კითხვაზე, "ხომ არ იგეგმება ბრიუსელში ვიზიტისას ირაკლი კობახიძისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შეხვედრა?", მიქანაძემ შემდეგი განაცხადა:

"მე არ ვიცი ვისთან არის დაგეგმილი. ეს საკითხები პროტოკოლურად არის მოგვარებული. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი პირველ პირებთან არის. შარლ მიშელის გარდა, იქ სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირებთან იქნება შეხვედრები, რაც კიდევ ერთხელ მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენი პოზიციები წარმოვაჩინოთ იმ დოკუმენტთან მიმართებაში, რომლის თაობაზეც დარწმუნებული ვარ დანიელსონმა ამომწურავი ინფორმაცია ჩაიტანა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S