Accentnews.ge
მეგრელიშვილმა ბუაძე შეურაცხმყოფელად მოიხსენია: "საბა ბუაძე მგონია იდიოტი"

მეგრელიშვილმა ბუაძე შეურაცხმყოფელად მოიხსენია: "საბა ბუაძე მგონია იდიოტი"

12/04/2021 20:23:51 პოლიტიკა

გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა "ლელოს" პოლიტსაბჭოს წევრი საბა ბუაძე შეურაცხმყოფელად მოიხსენია და მას იდიოტი უწოდა.

"საბა ბუაძე მგონია იდიოტი, მართლა. ამ ადამიანის განცხადებებს არასდროს ჰქონია სერიოზული შინაარსი და მე მზად ვარ, თუ საჭიროა და თუ ვცდები და ეს ასე არ არის, საბასთან დავჯდე, საათობით ვისაუბრო და თუ ეს ასე არ აღმოჩნდა, ბოდიში მოვიხადო, მაგრამ მგონია, რომ საბა ბუაძეობა ქართულ პოლიტიკაში უნდა დასრულდეს ისევე, როგორც თაკო ჩარკვიანობა, შალვა ნათელაშვილობა და ასე შემდეგ. ასეთი პოლიტიკოსობა ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს. იმიტომ რომ, ეს არის კლოუნადის აპოთეოზი", –განაცხადა მეგრელიშვილმა "პალიტრანიუსის" ეთერში.

მეგრელიშვილმა ბუაძე მას შემდეგ გააკრიტიკა, რაც წამყვანმა მეგრელიშვილს "გირჩზე" ნათქვამი ციტატა წაუკითხა, სადაც იგი ამბობს: "მეეჭვება "გირჩის" გეგმას ვინმე სერიოზულად აღიქვამდეს. ჯიმ ქერის ფილმებს სიცილის გარეშე რომ ვერ შეხედავ, ასევე, მათ კომენტარებს სერიოზულად ვერ აღიქვამ".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S