ანზორ მელია: "დაივიწყეთ გირაო, არ გადაიხდის!"
13/04/2021 09:19:39 პოლიტიკა
თბილისის საქალაქო სასამართლოში ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
მელიას მამა, ცნობილი ქართველი ექიმი ანზორ მელია აცხდებს, რომ მისი ვაჟი გირაოს არ გადაიხდის.
„ალბათ, მოსამართლე გამოასწორებს თავის დაშვებულ შეცდომას. არ გადაიხდის, დაივიწყეთ ეს გირაო. არ არსებობს გირაო, ნიკას აქვს მისჯილი პატიმრობა და გირაოს რომ არ იხდიდა განმეორებით, იმიტომ წავიდა შეგნებულად ციხეში“,– განაცხადა ანზორ მელიამ „მთავართან“.
სასამართლო პროცესის პარალელურად მიმდინარეობს მელიას მხარდამჭერი აქცია.


