ჯაბა ფუტკარაძე: „ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმის შემუშავება სამთავრობო გუნდის ერთობლივი გადაწყვეტილებაა, რასაც ბოლომდე მივიყვანთ“
13/04/2021 09:42:23 პოლიტიკა
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ ბათუმის ბულვარის დირექტორის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმის შემუშავება მოქალაქეების დაკვეთა იყო, რისი გადაწყვეტილებაც სამთავრობო გუნდმა ერთობლივად მიიღო.
„ჩვენი მოქალაქეების დაკვეთა იყო ბულვარის განაშენიანების და განვითარების გეგმის შემუშავება. ეს გადაწყვეტილება სამთავრობო გუნდმა მიიღო ერთობლივად და არა რომელიმე კონკრეტული პირის სურვილების საფუძველზე. ბულვარის განვითარების და კონსერვაციის გეგმას ვერც ერთი საჯარო თუ არასაჯარო პირის განცხადება ვერ შეაფერხებს. ეს ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებაა და ჩვენ ამ საქმეს აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ“ - აღნიშნა ჯაბა ფუტკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.


