Accentnews.ge
"ვადამდელი არჩევნები ცუდი პრეცედენტი იქნება, თუმცა მთავრობამ პატიმრები უნდა გაათავისუფლოს"

"ვადამდელი არჩევნები ცუდი პრეცედენტი იქნება, თუმცა მთავრობამ პატიმრები უნდა გაათავისუფლოს"

14/04/2021 06:06:09 პოლიტიკა

"ვადამდელი არჩევნები ცუდი პრეცედეტი იქნება, თუმცა მთავრობამ პატიმრები უნდა გაათავისუფლოს" - ამის შესახებ "ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის" ყოფილმა დირექტორმა საქართველოში ლორა თორნტონმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან კომპრომისზე წასვლამდე პირველი ნაბიჯი სწორედ მთავრობამ უნდა გადადგას.

"ქართული ოცნება" მმართველი პარტიაა და რა თქმა უნდა, პირველი ნაბიჯი მათ უნდა გადადგან. ეს შეიძლება, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება იყოს. ამის შემდეგ ოპოზიცია უნდა დათანხმდეს რაღაცას და ასე უნდა გადაიდგას პირველი ნაბიჯები. შეიძლება, ეს მეთოდიც ჩავარდეს და განსაკუთრებით მმართველმა პარტიამ თქვას, რომ არ აღელვებთ ევროკავშირის მუქარა ფინანსური დახმარების შეჩერებაზე. არ ვისურვებდი, რომ საქმე ამ წკეპლებამდე მივიდეს და ევროკავშირმა და ამერიკამ დახმარების შეწყვეტა დაიწყონ. მაგრამ მათ ამის საშუალება ნამდვილად აქვთ. მე იმ ძირეული ცვლილებების განხორციელებაში დავხარჯავდი დროსა და ძალისხმევას, რომლებიც ინსტიტუტების გარდაქმნას სჭირდება, არჩევნებს კი გეგმიურად ჩავატარებდი. "ქართულ ოცნებას" ძალიან უნდა, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს. ამიტომ, მთავრობა პირველი უნდა იყოს, რომელიც ნაბიჯს გადადგამს, იქნება ეს პატიმრების გათავისუფლება, გენერალური პროკურორის დანიშვნა თუ ცესკოს თავმჯდომარის 2/3-ით დანიშვნა. მთავრობამ რაღაც უნდა გააკეთოს იმის სანაცვლოდ, რომ ოპოზიცია პარლამენტში დაბრუნდეს", - განაცხადა მან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S