Accentnews.ge
მედია: „ქართულ ოცნებას“ გახარიას გუნდის წევრები დღეს დატოვებენ

მედია: „ქართულ ოცნებას“ გახარიას გუნდის წევრები დღეს დატოვებენ

14/04/2021 07:45:55 პოლიტიკა

დაუდასტურებელი ინფორმაციით, რამდენიმე დეპუტატი, რომელიც ექს–პრემიერ გიორგი გახარიას გუნდის წევრებად მოიაზრებიან, მმართველ გუნდს დატოებენ.

კულუარული ინფორმაციით, საუბარია გიორგი ხოჯევანივილზე, ანა ბუჩუკურზე, ალექსანდრე მოწერელიაზე, ბექა ლილუაშვილზე, მარიამ ქვრივიშვილზე, მიხეილ დაუშვილზე, ლევან მგალობლიშვილზე.

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, დეპუტატები განცხადებას სავარაუდოდ, დღეს გააკეთებენ, მანამდე კი მათ გადაწყვეტლების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს აცნობეს.

შეგახსენებთ, რომ გახარიამ პრემიერ–მინისტრის თანამდებობა 18 იანვარს დატოვა. ორთვიანი პაუზის შემდეგ მან მედიასთან განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს. მას შემდეგ გახარია შეხვედრებს მართავს, მათ შორის, რეგიონებში და არის მოლოდინი, რომ პოლიტიკური პარტიის დაფუძნების შესახებ გააკეთებს განცხადებას., თუმცა მისი კონკრეტული პოლიტიკური გეგმების შესახებ უცნობია. მათ შორის, უცნობია, გეგმავს თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S