Accentnews.ge
​ხოჯევანიშვილი არ გამორიცხავს, რომ პარლამენტში გახარიას გუნდი გაფართოვდეს

​ხოჯევანიშვილი არ გამორიცხავს, რომ პარლამენტში გახარიას გუნდი გაფართოვდეს

14/04/2021 12:15:56 პოლიტიკა

დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი, რომელმაც დღეს „ქართული ოცნება“დატოვა და ექს–პრემიერ გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა არ გამორიცხავს, რომ პარლამენტში გახარიას გუნდი გაფართოვდეს.

ჟურნალისტის კითხვაზე, "თქვენ იქნებით გახარიას ექვსეული პარლამენტში, თუ გაქვთ მოლოდინი, რომ სხვა კიდევ შეუერთდება თქვენს გუნდს?", ხოჯევანიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში შემდეგი განაცხადა:

"მოლოდინი არსებობს. არსებობს პირადი საუბრები სხვადასხვა გუნდის წევრებისგან, არსებობს პირადი ურთიერთობები, რომელიც დღესაც შენარჩუნებულია და სწორედ ამ ადამიანების მხრიდან ხშირ შემთხვევაში გამოიხატება მზაობა იმაზე, რომ ხვალ და ზეგ იფიქრონ ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალზე და ეს გააკეთონ ჩვენს გუნდთან ერთად. დაველოდოთ, პროცესებს ნუ გავუსწრებთ წინ".

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება“ დღეს ექვსმა დეპუტატმა დატოვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S