ირაკლი კიკნაველიძემ "ევროპული საქართველო" დატოვა
14/04/2021 16:06:19 პოლიტიკა
"ევროპული საქართველოს" წევრმა ირაკლი კიკნაველიძემ პარტია დატოვა.
"დრო მოვიდა ჩემი ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდე", - წერს კიკნაველიძე სოციალურ ქსელში და ამბობს, რომ პროცესებში აქტიური მონაწილეობის გაგრძელებას გეგმავს, თუმცა არა პარტიის წევრის რანგში.
"ევროპული საქართველო" კიკნაველიძის გარდა, პარტიის არაერთმა წევრმა და ლიდერმა, მათ შორის, ყოფილმა გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ და ყოფილმა თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ დატოვეს.


