კობახიზე – გახარიას გუნდზე: "ასეთი დასაწყისით წარმატებული ვერავინ იქნება"
15/04/2021 05:54:35 პოლიტიკა
"ეს არ იყო სწორი ქცევა", – ასე აფასებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარტიიდან 6 წევრის წასვლის ფატქს.
"სამწუხაროა, რაც ჩვენ ვნახეთ, ეს არ იყო სწორი ქცევა, მოქმედება, რაც ჩვენ ვიხილეთ, ბევრი მიზეზის გამო, მათ შორის, იმ მიზეზის გამოც, რომ მანამდე არ ყოფილა არავითარი საუბარი, კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით როდესაც არასწორად იწყებ პოლიტიკურ პროცესში ნაბიჯების გადადგმას, ბუნებრივია, ეს პროცესი არასწორადაც გაგრძელდება, შესაბამისად, ჰქონდა ამ ყველაფერს არასწორი დასაწყისი და მე მგონია, რომ გაგრძელებაც ექნება შესაბამისი, ასეთი დასაწყისით წარმატებული ვერავინ იქნება", – განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ 6–მა დეპუტატმა "ქართული ოცნება" დატოვა და ექს–პრემიერ გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა.


