Accentnews.ge
წილოსანი გახარიას გუნდის წევრებს პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდებს

წილოსანი გახარიას გუნდის წევრებს პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდებს

15/04/2021 09:53:28 პოლიტიკა

დეპუტატები, რომლებიც „ქართული ოცნების“ რესურსითა და რეპუტაციით მოვიდნენ პარლამენტში და ხალხმა მათ „ქართული ოცნების“ სახით დაუჭირა მხარი, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად, ალბათ, უნდა გავიდნენ საპარლამენტო ცხოვრებიდან, შემადგენლობიდან და თავიდან სცადონ, იყარონ კენჭი, – ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულმა ადამიანებმა ბედი დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრების რეჟიმში უნდა სცადონ.

„გუშინ, ჩვენი ყოფილმა თანაგუნდელებმა თქვეს, რომ ახალ პოლიტიკურ ცხოვრებას იწყებენ. თავისუფალი პოლიტიკური კარიერის დაწყება ყველას ინდივიდუალური არჩევანია, თუმცა, ვთვლი, რომ დეპუტატები, რომლებიც „ქართული ოცნების“ რესურსითა და რეპუტაციით მოვიდნენ პარლამენტში და ხალხმა მათ „ქართული ოცნების“ სახით დაუჭირა მხარი, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად, ალბათ, უნდა გავიდნენ საპარლამენტო ცხოვრებიდან, შემადგენლობიდან და თავიდან სცადონ, იყარონ კენჭი. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მოვიქცეოდი. ასეთივე რეაქცია მქონდა წინა წლებში ჩვენი გუნდიდან გასულ ადამიანებთან მიმართებაში და ვთვლი, რომ თითოეულ შემთხვევაში ჩვენი არჩევა განაპირობა დიდწილად იმან, რომ ჩვენ წარმოვადგენდით „ქართულ ოცნებას“. არ უარვყოფ, რომ თითოეულ პოლიტიკოსს ჩვენი ინდივიდუალური რეიტინგი გვაქვს, თუმცა თურმე, მათ უთქვამთ, რომ ხუთპროცენტით მეტი აიღეს პარტიულ რეიტინტნგთან შედარებით და მარტივი არითმეტიკა შეიძლება მოვიხმაროთ, იგივე ეს ხუთპროცენტი შეიძლება იყოს მხოლოდ მათი ინდივიდუალური რეიტინგი. ამაზე ასე ზეპირად ვერ ვიმსჯელებთ. ამ ყველაფერს განსაზღვრავს არჩევნები და ამომრჩეველი, ამიტომ ნამდვილად ვურჩევდი მათ, სცადონ ბედი დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრების რეჟიმში, „ქართული ოცნების“ გარეშე. ჩვენ მათემატიკურ თვლებს ვაწარმოებთ მხოლოდ არჩევნების შედეგებით“, – განაცხადა წილოსანმა.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ "ქართული ოცნება" დატოვეს სახელისუფლები გუნდის მთავარმა წევრებმა – პარტიის თავმჯდომარემ და დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა და მმართველი გუნდის საარჩევნო სიის #1–მა გიორგი გახარიამ, თუმცა ეს გარემოება პარტიის წევრებისთვის საკუთარი ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი არ გამხდარა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S