კრამონის თქმით, თბილისში ყოფნისას გახარიას შეხვდა
15/04/2021 10:46:53 პოლიტიკა
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ რამდენიმე დღის წინ, თბილისში ვიზიტისას საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შეხვდა.
“ჩვენ ვისაუბრეთ, თუმცა არა კონკრეტულ თემებზე. ვისაუბრეთ უფრო ფართო საკითხებზე, თუ რა გეგმები შეიძლება, გააჩნდეს [გახარიას], რა წინადადებები, მაგრამ კონკრეტულად არაფერზე გვისაუბრია", – განაცხადა ევროპარლამენტარმა "ტვ პირველის” ეთერში.
ამასთან, კრამონმა გახარიას მიერ პარტიის შესაძლო შექმნაზეც ისაუბრა:
“თუ ადამიანებს ახალი პარტიის დაარსება სურთ და ეს არის კონკრეტული ნაბიჯი, კრიზისის დასაძლევად, თუ გვაქვს სურვილი უფრო ზომიერი ელექტორატისთვის, უფრო ზომიერი პოზიციებისთვის, პროევროპული პარტიის არსებობისთვის, რატომ არ უნდა მოხდეს ეს? ჩემზე არ არის დამოკიდებული ასეთი კომენტარი, ეს არის ქართველი ამომრჩევლის გადასაწყვეტი”.
ცნობისთვის: გუშინ 6–მა დეპუტატმა "ქართული ოცნება" დატოვა და გახარიას გუნდს შეუერთდა.


