Accentnews.ge
ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო ყარაბაღის კონფლიქტის მონაწილე მხარეებს დიალოგისთვის პლატფორმას კვლავ სთავაზობს

ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო ყარაბაღის კონფლიქტის მონაწილე მხარეებს დიალოგისთვის პლატფორმას კვლავ სთავაზობს

15/04/2021 14:08:59 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყარაბაღის კონფლიქტის მონაწილე მხარეებს დიალოგისთვის და სიტუაციის განმუხტვისთვის პლატფორმას კვლავ სთავაზობს. ამის შესახებ ზურაბიშვილმა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ არმენ სარქისიანთან ერთობლივ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ამ კონფლიქტში საქართველო იდგა და დგას მშვიდობის მხარეს.

„მინდა, ამ ომის დროს დაღუპულთა ოჯახებს მივუსამძიმრო და თანაგრძნობა გამოგიცხადოთ ბატონო პრეზიდენტო. კონფლიქტის დროს, როგორც ახლა, საქართველო მშვიდობის მხარეს იგდა და დგას. ამის ნიშნად შეთავაზებულ იქნა ჩვენი პლატფორმა შეხვედრებისთვის, დიალოგისთვის და სიტუაციის განმუხტვისთვის, ეს შეთავაზება ძალაში რჩება ნებისმიერ დროს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S