Accentnews.ge
"საქართველოსთან ურთიერთობების განმტკიცება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე რეგიონის უსაფრთხოებისთვის"

"საქართველოსთან ურთიერთობების განმტკიცება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე რეგიონის უსაფრთხოებისთვის"

15/04/2021 14:10:19 პოლიტიკა

"საქართველოსთან ურთიერთობების განმტკიცება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე რეგიონის უსაფრთხოებისთვის", – ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„სომხეთ-საქართველოს ურთიერთობებს საუკუნოვანი ისტორია აქვს. ჩვენ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს მეზობელ საქართველოსთან მეგობრობასა და თანამშრომლობას. ქართველი და სომეხი ხალხი საუკუნეების მანძილზე ცხოვრობდნენ გევრდიგვერდ. სომხები საქართველოს კულტურული, ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური ცხოვრების აქტიურ ნაწილს წარმოადგენდნენ. დღესაც სომხურ ბიზნესს დიდი ინვესტიცია აქვს საქართველოში და ქართველი ბიზნესმენებიც მუშაობენ სომხეთში. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოსთან ურთიერთობების განმტკიცება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა, როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე რეგიონის უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის“, – განაცხადა სარქისიანმა.

როგორც სარქისიანმა აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დიდი პოტენციალია:

"ჩვენ წარმატებით ვთანამშრომლობთ ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, განათლების და მრავალ სხვა სფეროში. არის ასევე თანამშრომლობის დიდი პოტენციალი თანამედროვე ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის, მაღალი და ბიო ტექნოლოგიების განვითარების, კიბერუსაფრთხოების, სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის საკითხებში. ეს თანამშრომლობა ორმხრივი და მრავალმხრივია. ვფიქრობ, შეგვიძლია ბიზნესურთიერთობები გავაღრმაოთ და ვიმუშაოთ ამ მიმართულების განვითარებისთვის. განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას კოვიდ-19-ის წინააღმდე ბრძოლაში. თანამშრომლობის ხელშესაწყობად ძალისხმევას არ ვიშურებთ. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა როგორც სომხეთ-საქართველოს მთავრობათშორის კომისიის, ასევე უწყებათაშორის დონეზე ორმხრივი თანამშრომლობის ამჟამინდელი დონის ასამაღლებლად. მაგრამ პრეზიდენტის ინსტიტუტებს შეუძლია განსაკუთრებული როლი შეიტანოს ამ საქმეში“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S