Accentnews.ge
"კავკასიის მომავალი კავკასიის ქვეყნებმა ერთობლივად უნდა განსაზღვრონ"

"კავკასიის მომავალი კავკასიის ქვეყნებმა ერთობლივად უნდა განსაზღვრონ"

15/04/2021 14:13:48 პოლიტიკა

"კავკასიის მომავალი კავკასიის ქვეყნებმა ერთობლივად უნდა განსაზღვრონ", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარქისიანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„სომხეთის პრეზიდენტს, სარქისიანს გავაცანი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, უკანონო ბორდერიზაცია, გატაცებები, ადამიანთა უფლებების ხელყოფა, ჰუმანიტარული მდგომარეობის დამძიმება, განსაკუთრებით პანდემიის დროს და ესკალაცია. ყველას კარგად გვესმის, რომ ნებისმიერი კონფლიქტი რეგიონში მთლიანად რეგიონს აზარალებს, ამიტომ მშვიდობა და თანამშრომლობა უალტერნატივოა კავკასიის განვითარებისთვის. რეგიონში სტაბილურობის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ასევე განვიხილეთ უკრაინაში შექმნილი საგანგაშო ვითარება. ესკალაცია და დესტაბილიზაცია ემუქრება შავი ზღვის რეგიონს და არა მხოლოდ. ჩვენ გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ამ რეგიონისთვისაც დღეს დეესკალაცია. განვიხილეთ ჩვენი რეგიონის სამომავლო პოტენციალი, რომელიც უნიკალურია ეკონომიკის კუთხით, გაზრდილი ინტერესი სხვადასხვა გარე აქტორებისგან, ახალი გეგმები თუ პლატფორმები. ეს ყველაფერი ადასტურებს ამ რეგიონის ძალიან დიდ მნიშვნელობას, თუმცა კავკასიის ქვეყნების როლი გადამწყვეტი რჩება. კავკასიის მომავალი კავკასიის ქვეყნებმა ერთობლივად უნდა განსაზღვრონ. ამავდროულად, კავკასია თავის სატრანზიტო და სხვა პოტენციალის გათვალისწინებით, მხოლოდ ღია რეგიონად წარმოგვიდგენია. კავკასიის და შავი ზღვის გავლით, აზიის და ევროპის დასაახლოვებლად მასშტაბური პროექტების განხორციელება მოითხოვს ყველასი და კერძოდ ერთ-ერთი მთავარი მოთამაშის, ევროკავშირის აქტიურ მონაწილეობას სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად. მნიშვნელოვანია, ევროკავშირის ჩართულობა კონფლიქტის საბოლოოდ დარეგულირებაში, როგორც შემდეგი ინფრასტრუქტურული გეგმების განხორციელებაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში", – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S