სომხეთის პრეზიდენტი: "რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება არცახის პრობლემის სამართლიანი მოგვარების გარეშე შეუძლებელია"
15/04/2021 14:41:25 პოლიტიკა
"რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება არცახის პრობლემის სამართლიანი მოგვარების გარეშე შეუძლებელია", – ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა ქართველ კოლეგა სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ჩემს ქართველ კოლეგას წარვუდგინე მთიანი ყარაბაღის საკითხში სომხური მხარის მიდგომები და სპეციალურად ხაზი გავუსვი, რომ შეუძლებელია, რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება, სტაბილურობის უზრუნველყოფა არცახის პრობლემის სამართლიანი მოგვარების გარეშე, მათ შორის, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანამთავმჯდომარეობის ფარგლებში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესის აღდგენის გზით. ხაზი გავუსვი ომის შედეგად წარმოქმნილი უზარმაზარი ჰუმანიტარული პრობლემების გადაწყვეტის აუცილებლობას, მათ შორის აზერბაიჯანის მიერ დატყვევებული და მძევლად მყოფი პირების სწრაფი გათავისუფლების საკითხს", – განაცხადა სარქისიანმა.


