Accentnews.ge
მოწერელია განმარტავს, ვიხილავთ თუ არა გახარიას გუნდში კალაძეს და ცქიტიშვილს

მოწერელია განმარტავს, ვიხილავთ თუ არა გახარიას გუნდში კალაძეს და ცქიტიშვილს

15/04/2021 17:57:19 პოლიტიკა

ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას გუნდის წევრი, დეპუტატი ალექსანდრე მოწერელია ამბობს, რომ კალაძის გუნდის წევრები სამომავლოდ შესაძლოა, თანაგუნდელებად განიხილოს.

„რამდენადაც ვიცი, მაია ცქიტიშვილი აპირებს კერძო საქმიანობის გგრძელებას. რაც შეეხება კალაძეს, იცით, რომ ის ერთ–ერთი გამორჩეული მაღალრეიტინგული ფიგურაა. მინდა ვახსენო ის უმრავლესობა, რომელიც დარჩა პარლამენტში – პარლამენტში ღირსეული წევრები არიან დარჩენილი. ბევრი მათგანი იზიარებს და პირად საუბრებშიც გვქონია თანხვედრა ღირებულებების და ფასეულობების. კალაძის გუნდიც, რა თქმა უნდა, იმ პროგრესულად მოაზროვნე ადამიანების, ვინც ჩვენ შეგვიძლია, განვიხილოთ ხვალ, ზეგ თააგუნდელებად, „ქართული ოცნების“ დარჩენილ გუნდში არიან წევრებად. ჯერ–ჯერობით ნაადრევია ამაზე საუბარი. ცხოვრებაში არაფრის გამორიცვა არ შეიძლება“,– განაცხადა მოწერელიამ „ტვ პირველის“ ეთერში კითხვის საპასუხოდ, არის თუ არა მოსალოდნელი გახარიას გუნდში ყოფილი მინისტრის მაია ცქიტიშვილის და დედაქალაქის მერ კახა კალაძის ხილვა მის გუნდთან ერთად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S