Accentnews.ge
კახიშვილი გახარიას კრიზისმენეჯერობას თანამდებობის დატოვებიდან ოთხი თვის შემდეგ უწუნებს

კახიშვილი გახარიას კრიზისმენეჯერობას თანამდებობის დატოვებიდან ოთხი თვის შემდეგ უწუნებს

15/04/2021 19:46:37 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის წევრი კახი კახიშვილი ექს–პრემიერ გიორგი გახარიას როგორც კრიზისმენეჯერს, თანამდებობის დატოვების შემდეგ აკრიტიკებს.

„ქვეყანა ჩაკეტო და თქვა, „სახლში იჯექითო“, ეს არაა კარგი კრიზისმენჯერი“,– განაცხადა „ფორმულას“ ცნობით, კახიშვილმა.

ცნობისთვის: გახარიას, როგორც საუკეთესო კრიზისმენეჯერს საკუთარი გუნდის წევრები ასახელებდნენ პრემერ–მნისტრის თანამდებობაზე ყოფნისას და ერთ–ერთ აგუმენტად საქართველოში გასული წლის გაზაფხულზე კოვიდ–ინფიცირების მაჩვენებელი მოჰყავდათ.

მიმდინარე წლის იანვარში გახარიამ თანამდებობა დატოვა ენმ–ის თავმჯდომარის ნიკა მელის თაობაზე გუნდთან შეუთანხმებლობს მოტივით, ორ თვეში კი პოლიტიკაში დაბრუნება დააანონსა. 14 აპრილს „ქართული ოცნება“ ექვსმა დეპუტატმა დატოვა და განაცხადეს, რომ გახარიასთან ერთად აყალიბებენ პარტიას. ამასთან, მათ აქვთ მოლოდინი, რომ გახარიას გუნდს „ქართული ოცნების“ სხვა წევრებიც შეუერთდებიან.

თანამდებობის დატოვებიდან ოთხი თვის თავზე გახარიას გადაწყვეტილება უპასუხსიმგებლობად შეაფასეს „ქართულ ოცნებაში“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S