Accentnews.ge
თეა წულუკიანი: "კარგი იქნება, თუ ბესო ზანგური დღესვე, სასწრაფოდ დატოვებს თეატრს"

თეა წულუკიანი: "კარგი იქნება, თუ ბესო ზანგური დღესვე, სასწრაფოდ დატოვებს თეატრს"

16/04/2021 06:00:11 პოლიტიკა

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მსახიობ ბესო ზანგურს ძალადობაზე ბრალდებების შემდეგ რუსთაველის თეატრის "დღესვე" დატოვებისკენ და გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა. წულუკიანმა ამის შესახებ ჟურნალისტებთან, მომხდარიდან რამდენიმე დღის შემდეგ ისაუბრა.

" ძალადობაზე საუბარი არასდროს არაა გვიან. გასაგებია, რომ 11 წლის წინ ქალები და არათუ 11 წლის წინ, რამდენიმე წლის წინაც ვერ საუბრობდნენ ღიად. [...] რამდენადაც ვიცი, ნინუცა მაყაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ მიწვეული იყო საგამოძიებო ორგანოში, ის ჯერ არ მისულა. იმედია, უარს არ აცხადებს, თუნდაც ფიქრობდეს, რომ 11 წლის შემდეგ გვიანია საგამოძიებო ორგანოში სიარულიო. მინდა ვუთხრა, რომ ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოებთან.

ვთვლი, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, არამხოლოდ ერთმა მხარემ, მეორე მხარემაც უნდა ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოსთან. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ბატონ ბესო ზანგურს. კარგი იქნება თუ დღესვე, სასწრაფოდ დატოვებს თეატრს, რადგან მე მოწოდების გარდა არაფერი შემიძლია", - აცხადებს თეა წულუკიანი.

მანამდე, მანვე განაცხადა, რომ რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რობერტ სტურუა არ გათავისუფლდება, რადგან "მას მხოლოდ ერთი ბადალი თუ ჰყავს".

"ბატონ რობერ სტურუასთან დაკავშირებით პირდაპირ გეტყვით, რომ მისი გათავისუფლება არ იგეგმება. ასევე, გაცხადდა, რომ ის წასლას არ აპირებს. ეს არის ის ადამიანი, რომელსაც დამეთანხმებით, მხოლოდ ერთი ბადალი თუ ჰყავს, ჩვენ მას, ყველამ ერთად, პირველ რიგში, მსახიობებმა და მინისტრმა უნდა მივცეთ შესაბამისი საშუალება, რომ იმუშავოს. კარგი იქნება, თუ შევწვეტთ მასზე თავდასხმებს", - თქვა მან.

მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა ყოფილი მეუღლის ბესო ზანგურის მხრიდან სისტემატური ძალადობის შესახებ რუსთავი 2-ის გადაცემა ფარულ კონვერტში ისაუბრა. მსახიობის ნაამბობმა თეატრის მსახიობებს შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია - უმეტესმა მათგანმა სავარაუდო ძალადობის მსხვერპლ ქალს მხარი დაუჭირა, თუმცა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რობერტ სტურუამ და თეატრალური საზოგადოების რამდენიმე ცნობილმა წარმომადგენელმა სავარაუდო მოძალადეს გამოუცხადა მხარდაჭერა.

აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ნინუცა მაყაშვილის ინტერვიუს აქტიური გამოხმაურება მოჰყვა, რის გამოც, რუსთაველის თეატრმა ბესო ზანგურის მონაწილეობით დადგმული სპექტაკლი ჩახსნა, თუმცა მსახიობი თეატრიდან არ გაათავისუფლა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S