დაკავებული ბიზნესმენი დავით კოდუა ჰოსპიტალიზებულია

16-04-2021 11:32:10 საზოგადოება

ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ბიზნესმენი დავით კოდუა ჰოსპიტალიზებულია.

არსებული ინფორმაციით, კოდუას იზოლატორში გადაყვანამდე საკარანტინო სივრცეში კორონავირუსი დაუდასტურდა.

ადვოკატის ცნობით, დაკავებულს ოპერაცია უახლოეს დღეებში უნდა ჩატარებოდა – მას ზედა კიდურზე მყესი აქვს დაზიანებული და აუციელებლია ქირურგიული ჩარევა. მას პროტოკოლის გათვალისწინებით ჩაუტარდა ტესტირება კორონავირუსზე და ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა.

ადვოკატის ცნობით, კოდუა „ვივამედშია“ გადაყვანილი, ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, პაციენტს კორონავირუსის მკვეთრად გამოხატული სიმპტომები არ აღენიშნება.

ადვოკატი ვარაუობს, რომ კოდუა იზოლატორში ყოფნისას ან დაკავებისას დაინფიცირდა, რადგან მისი თქმით, პოლიციელების მხრიდან შესაბამისი რეგულაციები დაცული არ იყო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები