„ფაიზერის“ ორივე დოზით აცრილ პირებს სავარაუდოდ, პრეპარატის მესამე დოზაც დასჭირდებათ

16-04-2021 12:10:55 საზოგადოება

„ფაიზერის“ ორივე დოზით აცრილ პირებს სავარაუდოდ, პრეპარატის მესამე დოზაც დასჭირდებათ. ამის შესახებ კომპანია „ფაიზერის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ალბერტ ბურლამ განაცხადა.

მისი თქმით, გამომდინარე იქედან, რომ Covid-19-ის არაერთი შტამი ცირკულირებს, საჭირო იქნება რევაქცინაცია.

"ვაქცინა ეფექტურია კორონავირუსის სახიფათო ვარიანტის – სამხრეთ აფრიკული შტამის (B.1.351) წინააღმდეგ. დაცვა დროთა განმავლობაში იკლებს. თუმცა 6 თვის განმავლობაში დაცვის ხარისხი მაინც ძალიან მაღალია. ჯერჯერობით უცნობია, რამდენად ხშირად უნდა მოხდეს ეს, მაგრამ პირველი აცრიდან 6-დან 12 თვემდე პერიოდში სავარაუდოდ, „ფაიზერის“ ვაქცინის მესამე დოზა იქნება საჭირო. შემდეგ მოხდება ყოველწლიური ხელახალი ვაქცინაცია. პანდემიებში შენ ისევე დაცული ხარ, როგორც შენი მეზობელი. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქვეყანა ატარებდეს მოქალაქეების ვაქცინაციას“, – განაცხადა ალბერტ ბურლამ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები