გაბუნია: “სინოფარმით” ვაქცინაციას მაისში დავიწყებთ

16-04-2021 15:26:56 საზოგადოება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ჩინური წარმოების “სინოფარმის” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის იმუნიზაცია მაისის პირველ რიცხვებში დაიწყება.

მინისტრის მოადიგლის თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ აღნიშნული ვაქცინის ავტორიზაციაზე აპრილის ბოლომდე უნდა იმსჯელოს, თუმცა აღნიშნავს, რომ პრეპარატი აღიარებულია 35 ქვეყანაში და დღევანდელი ეპიდემიური სიტუაცია “ასტრაზენეკას” ვაქცინაზე ასაკობრივ შეზღუდვაზე დაწესებასთან ერთად აყენებს აუცილებლობას, რომ ვაქცინის აღიარება თუ არ მოხდება აპრილის ბოლომდე, იმუნიზაციის პროცესი არ უნდა შეფერხდეს:

“ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია თვის ბოლომდე განიხილავს “სინოფარმის” ავტორიზაციის საკითხს. თუმცა დღევანდელი მდგომაროებით, 35 ქვეყანაშია აღიარებული და 200 მილიონამდე დოზაა გაცემული.

დღევანდელი ეპიდემიური სიტუაცია და ის, რომ “ასტრაზენეკათი” იმუნიზაცია მხოლოდ 55 წელს ზემოთ გვაქვს ,ცალსახად აყენებს იმის აუცილებლობას, რომ ვაქცინის სრული აღიარება თუ არ მოხდა აპრილის ბოლოს, ამან კიდევ არ უნდა შეაფერხოს ვაქცინაციის პროცესი. ვაქცინის ადმინისტრირება ქვეყანაში დაიწყება მაისის დასაწყისში”.

მისი თქმით, “სინოფარმის” ვაქცინასთან დაკავშირებით რეკომენდაციები ასაკობრივ შეზღუდვას არ მოიცავს, თუმცა აღნიშნავს, რომ ვაქცინა 60 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებში მეტი ეფექტურობით გამოირჩევა. შესაბამისად, გაბუნია არ გამორიცხავს, რომ “სინოფარმით” იმუნიზაციას უპირატესობა დაბალ ასაკობრივ ჯგუფებში მიენიჭოს, გნასხვავებით “ასტრაზენეკას” ვაქცინისგან, რომლითაც 55 წელს ზემოთ მოქალაქეები იცრებიან:

“სინოფარმთან დაკავშირებით დეტალური რეკომენდაციები ასაკობრივ შეზრუდვას არ მოიცავს. “სინოფარმის” ეფექტურობაზე მონცემები უფრო მდიდარია ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფში. 60 წლის ზემოთ ასაკსი “სინოფარმის” ეფექტურობაზე მონაცემი შედარებით ნაკლებია.

გამომდინარე აქედან, შესაძლოა მიღბულ იქნას გადაწყვეტილება 60 წლამდე ასაკში მეტად მიენიჭოს “სინოფარმს” უპირატესობა განსხვავებით ასტრაზენეკასგან, რომელსაც 55 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში ვიყენებთ. ამაზე იმსჯელებს ტექნიკური ჯგუფი”.

ალერგოლოგი და ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილი იმუნიზაციის საბჭოს წევრი, ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს, რატომ გადაწყდა მაისიდან მოსახლეობის „სინოფარმითაც“ აცრა.

მისი თქმით, ვაქცინების სიაში „სინოფარმის“ დამატება „აღმავალი მესამე ტალღის“ გათვალისწინებითაც გადაწყვიტეს.

„რადგანაც ვაქცინების გამოყენება ჩვენს ქვეყანაში ამ ეტაპისთვის დაშვებულია პრიორიტეტული ჯგუფებისთვის. თითოეული ადამიანის ვაქცინირება, განსაკუთრებით პრიორიტეტულ ჯგუფებში არის მათი გადარჩენა. და ეს არის ჩემთვისა და იმუნიზაციის საბჭოს ყველა წევრის ამოსავალი წერტილი,“ – ამბობს ის.

მისივე თქმით, საბჭოს არ გამორიცხავს, რომ მაისამდე „სინოფარმს“ ექნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღიარება:

„თუმცა,მიუხედავად ამისა, ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით დავუჭირეთ მხარი, რომ ადამიანებს, ვისაც აქვთ სურვილი, მიიღოს გადაწყვეტილება თვითონვე გათვიცნობიერებული და შესაძლებლობა ექნება ვაქცინებზე. ჩვენ ორი საკითხის წინაშე ვდგავართ, ერთი მესამე ტალღა და მეორე ვაქცინებისადმი დაბალი ხელმისაწვდომობა. ამ ორმა ფაქტორმა გადაწონა ყველა ის მონაცემი, რომელიც ჩვენ გვავქს,“ — აცხადებს ის და ამატებს, რომ საბჭომ გაითვალისწინა ყველა ის ინფორმაცია და მონაცემი, რაც ამ ვაქცინაციაზე არსებობს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები