Accentnews.ge
ეუთო–ს წევრი 12 ქვეყანა რუსეთს აგვისტოს ომთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებისკენ მოუწოდებს

ეუთო–ს წევრი 12 ქვეყანა რუსეთს აგვისტოს ომთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებისკენ მოუწოდებს

16/04/2021 11:40:27 პოლიტიკა

ეუთო–ს წევრი 12 ქვეყანა – ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, ირლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი და უკრაინა რუსეთს აგვისტოს ომთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებისკენ მოუწოდებს

"ბულგარეთის, ჩეხეთის, ესტონეთის, ფინეთის, ირლანდიის, ლატვიის, ლიტვის, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, შვედეთისა და უკრაინის სახელით ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ყურადღებით ვადევნებთ თვალს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტისა და მისი შედეგების შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ განაჩენთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას სრულად შეასრულოს გადაწყვეტილება, მათ შორის შეაჩეროს ადამიანის უფლებების დარღვევები აფხაზეთისა და ცხინვალის / სამხრეთ ოსეთის რეგიონებში, დევნილებს თავიანთ სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების საშუალება მისცეს და უზრუნველყოს სასამართლოს განჩინებაში მითითებული მოვლენების ადეკვატური და ეფექტური გამოძიება. მივიჩნევთ, რომ რუსეთის ფედერაცია ვალდებულია, ასევე გამოიძიოს ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის ყველა დარღვევა, რომელსაც ადგილი ჰქონდა საბრძოლო მოქმედებების აქტიურ ეტაპზე. გავიხსენებთ ჰოლანდიური ტელევიზიის RTL-ის ოპერატორის, სტანისლაუს სტორიმანსის და სხვა მშვიდობიანი მოქალაქეების ტრაგიკულ გარდაცვალებას, რომლებიც 2008 წლის 12 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც ქართულმა სამხედრო და პოლიციურმა ნაწილებმა ქალაქი დატოვეს, კასეტურ საბრძოლო მასალას ემსხვერპლნენ, ამ ტიპის რაკეტა მხოლოდ რუსული შეიარაღებული ძალებისთვისაა ხელმისაწვდომი”, - ნათაქვამია განცხადებაში, რომელსაც ეუთო-ში ნორვეგიის მუდმივი წარმომადგენლობა ავრცელებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S