Accentnews.ge
რას ფიქრობს ოპოზიცია დანიელსონის გეგმაზე „ქართული ოცნების“ ხელმოწერის შემდეგ

რას ფიქრობს ოპოზიცია დანიელსონის გეგმაზე „ქართული ოცნების“ ხელმოწერის შემდეგ

16/04/2021 13:42:36 პოლიტიკა

"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ ხელს არ მოაწერს ევროპელი დიპლომატის კრისტიან დანიელსონის გეგმას, რადგან მასში საუბარი არ არის არჩევნების საკითხზე. ამ თემაზე მან "პალიტრანიუსის" ეთერში ისაუბრა.

"[დოკუმენტს, რომელშიც] ვადამდელ არჩევნებს არ შეიცავს და პოლიტპატიმრების საკითხი ბუნდოვანია, რა თქმა უნდა [ხელს არ მოვაწერთ]. უკვე ვთქვით ეს მაშინვე", - ამბობს ბოკერია.

ანალოგიური პოზიცია აქვთ ენმ–ში. როგორც ხატია დეკანოიძემ განაცხადა, არსებულ ვერსიას პარია ხელს არ მოაწერს.

დოკუმენტზე ხელის მოწერას არც "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურა ჯაფარიძე გეგმავს.

დოკუმენტის არსებულ ვერსიას არ ექნება არც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის ხელმოწერა.

როგორც ვაშაძე ამბობს, იქნება ელჩებთან კომუნიკაცია:

„მზად ვართ, სამ პუნქტს ხელი მოვაწრროთ, მაგრამ ეს საბოლოო შეთანხმებას არ ნიშნავს, პოლიტიკური პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ! ლამის ყოველსაათობრივი კომუნიკაცია მქონდა დასავლელ პარტნიორებთან და რაც ახლა „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა, მათთვისაც სიურპრიზი იყო, რადგან კონკრეტულ საკითხებზე იყო საუბარი, რა თქმა უნდა, პლიტპატიმრებზე. თუ შეთახმენა ნამდვილად უნდა „ქართულ ოცნებას“, იცის, რომ უნდა გაათავისუფლოს ეს ხალხი“.

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის გიორგი გუგავას თქმით, მათი პარტიისთვის მიუღებელია თალაკვაძის შეთავაზება რიგგარეშე არჩევნების საკითხის თვითმმართველობის არჩევნებზე დაფიქსირებულ შედეგებზე მიბმის შესახებ და აცხადებს, რომ კრიზისს მხოლოდ ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება, ასევე, რიგგარეშე არჩევნების თარიღის დანიშვნა განმუხტავს:

“გამორიცხულია ამ პირობებით ხელმოწერა. ჩვენ ვითხოვთ რიგგარეშე არჩევნებს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და მხოლოდ ამ ფორმით არის შესაძლებელი არსებული უმძიმესი სიტუაციის განმუხტვა. თვითმმართველობაზე რაიმე ფორმით მიბმა რიგგარეშე არჩევნებისა აბსურდია, სხვა შინაარსის არჩევნებია. სანამ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან და რიგგარეშე არჩევნები არ დაინიშნება არ შეწყდება წინაარმდეგობის მოძრაობა. ეგ საკენკი დაუყარონ თავისებს” — ამბობს გიორგი გუგავა.

ცნობისთვის: დღეს „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა წარადგინა. ამის შესახებ მედიას საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა. მისი თქმით, დოკუმენტის ხელმოწერაზე მზადყოფნა „ქართულმა ოცნებამ“ დიალოგის დასკვნით ეტაპზევე გამოხატა, თუმცა აქამდე ხელი არ მოაწერა, რადგან ოპოზიციისგან შემხვედრ ნაბიჯებს და ელჩების დამატებით კონსულტაციებს ელოდებოდნენ:

„გადაწყვეტილება ევროკავშირის ეგიდით შემუშავებული შეთანხმების შესახებ მივიღეთ საზოგადოებასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ნდობის განმტკიცებისთვის, რომ არ დარჩეს კითხვები, ხომ არ იყო პოლიტიკური შეთანხმების შესაძლებლობა გაშვებული ხელიდან „ქართული ოცნების“ მიზეზით“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დანიელსონის მიერ მმართველი პარტიისა და ოპოზიციისთვის 31 მარტს ხელმოსაწერად შეთავაზებული დოკუმენტი შეიცავდა 5 საკითხს:

· პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება;

· ამბიციური საარჩევნო რეფორმა;

· კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა;

· პარლამენტში ძალაუფლების განაწილება;

· მომავალი არჩევნები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S