ჯონ ჰერბსტი: "ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ გახარია ჭკვიანი კაცია"

16-04-2021 19:48:46 პოლიტიკა

უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ანალიტიკური საბჭოს ევრაზიული ცენტრის დირექტორი ჯონ ჰერბსტი აცხადებს, რომ ექს–პრემიერ გიორგი გახარიას კავშირები "ქართული ოცნების" ყოფილ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან არავისთვის არ წარმოადგენს საიდუმლოს", თუმცა ამავდროულად, აშშ–ში მიაჩნიათ, რომ "გახარია ჭკვიანი კაცია".

"გიორგი გახარიას კავშირები ბიძინა ივანიშვილთან კარგად არის ცნობილი და ეს არავისთვის არ არის საიდუმლო. მე არ ვიცი იგი ამ ურთიერთობებს კვლავ ძველებურად გააგრძელებს თუ არა. თუმცა აშშ–ში იციან ამ კავშირების თაობაზე, ასევე იციან, რომ იგი ჭკვიანი კაცია. მისი გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ, რაც ოპოზიციონერი ლიდერის დაკავებას მოჰყვა, ძალიან სენსიტიური იყო. ეს არის ის მოსაზრება, რაც დღეს მის მიმართ ვაშინგტონში არის", – განაცხადა ჰერბსტმა "აქცენტთან" საუბრისას.

ცნობისთვის: საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან 18 თებერვალს გადადგა და ამის მიზეზად "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების თაობაზე თანაგუნდელებთან არსებული უთანხმოება დაასახელა. დაახლოებით ერთთვიანი დუმილის შემდეგ ექს–პრემიერმა პოლიტიკაში მოსვლა დააანონსა. ბოლო პერიოდში იგი ქვეყნის რამდენიმე რეგიონს ეწვია და უახლოეს მომავალში პარტიის დაფუძნებას გეგმავს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები