"პოზიცია უცვლელია, არც ახლა ვაწერ ხელს და ვერც კი წარმომიდგენია, დოკუმენტზე ვინმემ ხელი მოაწეროს"

16-04-2021 22:17:21 პოლიტიკა

"პოზიცია უცვლელია, არც ახლა ვაწერ ხელს და ვერც კი წარმომიდგენია, დოკუმენტზე ვინმემ ხელი მოაწეროს", – ამის შესახებ პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გამოსავალი ხელახალი არჩევნებია და კრიზისი მხოლოდ ამ გზით განიმუხტება.

„პუნქტების ნაწილი არის არაფრის მომტანი, ნაწილი კი უბრალოდ შეუთანხმებელია ოპოზიციისთვის, მიუღებელი იყო. ეს ეხება ორ პუნქტს, ხელახალი არჩევნების და პოლიტპატიმრების, პოლიტიკური დევნის პუნქტს. შესაბამისად, მას შემდეგ არაფერი შეცვლილა ჩემთვის. მაშინაც გაუგებარი იყო, „ქართული ოცნება“ რატომ არ აწერდა ხელს. როგორც ჩანს, მიხვდნენ, რომ მათთვის მომგებიანი იყო ხელის მოწერა, მაგრამ არ მგონია, რამე შეასრულონ, ეს პიარის ამბავია. ასეთი კრიზისი განიმუხტება ხელახალი არჩევნებით. ვერც კი წარმომიდგენია, ამ დოკუმენტზე ვინმემ ხელი მოაწეროს“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ცნობისთვის: დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში კრისტიან დანიელსონმა წარადგინა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები