ზედიზედ მე–5 დღეა, საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 1000–ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება

17-04-2021 10:51:35 საზოგადოება

ზედიზედ მე–5 დღეა, საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 1000–ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. კერძოდ, 13 აპრილს ქვეყანაში ინფიცირების 1374 შემთხვევა გამოვლინდა, 14 აპრილს – 1085, 15 აპრილს – 1030, 16 აპრილს –1077, ხოლო დღეს – 1219.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 301 ადამიანი, 9 პაციენტი გარდაიცვალა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 219 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 676 შემთხვევა, აჭარა – 126, იმერეთი – 61, ქვემო ქართლი – 51, შიდა ქართლი – 55, გურია – 46, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 123, კახეთი – 39, მცხეთა-მთიანეთი – 29, სამცხე-ჯავახეთი – 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.

დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში ჩატარდა 34 046 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 21 754, „პისიარ“-ტესტით –12 292.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,58%, ბოლო 14 დღის – 2,91%, ბოლო 7 დღის – 3,26%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 294 540 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 280 132 პირი გამოჯანმრთელდა, 3 925 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები