Accentnews.ge
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხების ბიურო: "ქართველი ხალხი იმსახურებს კომპრომისს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის"

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხების ბიურო: "ქართველი ხალხი იმსახურებს კომპრომისს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის"

17/04/2021 06:23:58 პოლიტიკა

"ქართველი ხალხი იმსახურებს კომპრომისის მიღწევას ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხრიდან", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხების ბიურო სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„ეს არის ქვეყნის წინსვლის ერთადერთი გზა. ვაშინგტონში ჩვენი გულწრფელი საუბრების არასწორი დახასიათება გულდასაწყვეტია“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხების ბიუროს განცხადებაში.

ცნობისთვის: 16 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში კრისტიან დანიელსონმა წარადგინა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S