Accentnews.ge
ანდრია გვიდიანი, ვარლამ გოლეთიანს ფეისბუქ სტატუსით ეხმაურება

ანდრია გვიდიანი, ვარლამ გოლეთიანს ფეისბუქ სტატუსით ეხმაურება

17/04/2021 17:27:03 პოლიტიკა

"მესიჯბოქსში საინტერესო ცვლილებებია. როგორც ჩანს, "ნამახვანის" წინააღმდეგ მიმართული პროტესტის ორგანიზატორები მიხვდნენ, რომ "გათურქების", "სამშობლოს გაყიდვის", "თურქული ოკუპაციის", "5000 თურქის ჩამოსახლების" და სხვა მსგავსი ბოდვების შესახებ გამოგონილი მითები უკვე აზრს კარგავს" - ამის შესახებ ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ანდრია გვიდიანმა განაცხადა.

"ალბათ მიხვდნენ, რომ საზოგადოება არც ისე სულელია, რომ უსუსური და პარანოიდული ფსევდოსაფრთხეებით საზოგადოებრივი აზრი შეცვალო. შესაბამისად, მიდგნენ მათი ბრძოლის მთავარ ფაზას - საერთოდ არ უნდა აშენდესო, გინდ თურქი იყოს, გინდ ამერიკელი და გინდ ქართველი, მორჩა და გათავდაო!ამ ახალგაზრდა ბიჭს არ ზოგავენ, ყველანაირად იყენებენ და გაუგონარ სისულელეებს ალაპარაკებენ. ხვდებიან, რომ ჭიქაში ქარიშხალის მოწყობამ აზრი დაკარგა და ნელ-ნელა მათი პროტესტი ფერმკრთალდება, უბრალოდ შინაარსს კარგავს. ამიტომ ბოლო ძალებს იკრებენ და უკვე ისეთ ფუნდამენტურ ღირებულებებს ეხებიან, როგორიც კერძო საკუთრება და, ზოგადად, კაპიტალისტური (ანუ თანამედროვე) პრინციპებია. პრაქტიკულად ვარლამ გოლეთიანმა დღეს აღიარებითი ჩვენება ჩვენება მისცა "თურქოფობიის" უსაფუძვლობასთან დაკავშირებით. ბევრჯერ მითქვამს, რომ ხელოვნურია ის თურქო-ფობია, რომელიც აქციებზე ისმოდა - დღეს ეს თავადაც დაადასტურეს. ასე რომ, უკვე საკუთარ შეცდომებზევე იტეხთ კისერს. ზუსტად იცოდეთ, რომ ამ ბრძოლას ვერ მოიგებთ, იმიტომ, რომ არ ხართ მართლები!" - აცხადებს გვიდიანი.

მიწის საკითხი არის ჩვენთვის წითელი ხაზი. მიწასთან დაკავშირებით პრობლემა გვაქვს რამდენიმე მიმართულებით. 381 ჰექტარი სამუდამო მფლობელობაშია თურქული კომპანიისთვის და აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია ჩვენი კოლექტიური რესურსის ასე გასხვისება კერძო პირზე, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

მისივე თქმით, მიუღებელია, როდესაც დიდი ტერიტორია, ხეობა გადადის რომელიმე კერძო პირის ხელში.

„ხაზგასმით მინდა, ვთქვა, რომ უშუალოდ თურქულ კომპანიაზე არ არის საუბარი. ქართველი კერძო პირიც რომ იყოს, იგივენაირად პრობლემა გვაქვს ამაზე. არ შეიძლება, როდესაც გეოგრაფიული არეალი დიდი ტერიტორია, ხეობა გადადის რომელიმე კერძო პირის ხელში, ეს არის მიუღებელი“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

გოლეთიანის თქმით, სტრატეგიული ობიექტები თუკი აშენდება ქვეყანაში, სახელმწიფომ უნდა ააშენოს და მფლობელი იყოს ქართული საზოგადოება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S