"ევროკავშირისა და აშშ-ის შუამავლობა ყველა მხარეს აძლევს შანსს, ღირსეულად შეთანხმდნენ"
18/04/2021 10:31:13 პოლიტიკა
გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში “ქართული ოცნების” მიერ ევროპელი დიპლომატის კრისტიან დანიელსონის წარდგენილ დოკუმენტზე ცალმხრივად ხელმოწერას ეხმიანება და აცხადებს, რომ "ევროკავშირისა და აშშ-ის შუამავლობა ყველა მხარეს აძლევს შანსს, ღირსეულად შეთანხმდნენ".
“მოხარული ვარ, რომ “ქართული ოცნება” დაეთანხმა დანიელსონის გეგმას. დოკუმენტის ცალკეული პუნქტები კარგ ნაბიჯებს წარმოადგენს საქართველოში დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოებრიობის შემდგომი განვითარებისათვის. ევროკავშირისა და აშშ-ის შუამავლობა ყველა მხარეს აძლევს შანსს, ღირსეულად შეთანხმდნენ და შემდეგ პოლიტიკური პროცესი სხვისი დახმარების გარეშე გააგრძელონ. ყველა ძალამ, რომელსაც სურს შეასრულოს თავისი პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავლისა და მისი ევროპული გზის წინაშე, ახლა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა”, – აცხადებს ქნირში.
16 აპრილს “ქართული ოცნებამ” განაცხადა, რომ დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელს ცალმხირვად აწერს. თუმცა ოპოზიციის ლიდერები აღნიშნავენ, რომ არ აპირებენ დანიელსონის მიერ შეთავაზებული დოკუმენტის ხელმოწერას პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების საკითხის გადაწყვეტის გარეშე.


