შაჰინი და ჯონსონი: "აუცილებელია, მოლაპარაკება ორივე მხარემ კეთილსინდისიერად აწარმოოს"
18/04/2021 10:34:58 პოლიტიკა
ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის დემოკრატი თავმჯდომარე ჯინ შაჰინი და რესპუბლიკელთა უფროსი წევრი სენატორი რონ ჯონსონი აცხადებენ, რომ საქართველოში პოლიტიკურმა მხარეებმა მოლაპარაკება კეთილსინდისიერად უნდა აწარმოონ.
“სენატორები იმედს იტოვებენ, რომ მიმდინარე ჩიხური პოლიტიკური სიტუაციის სწრაფად გადაჭრას იხილავენ იმისთვის, რომ საქართველოს კანონმდებლებმა შეძლონ საკუთარი ყურადღების ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გამახვილება. აუცილებელია, ორივე მხარემ მოლაპარაკება კეთილსინდისიერად და ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით აწარმოოს ძლიერი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული დემოკრატიის შესაქმნელად“, – განუცხადეს სენატორებმა "ამერიკის ხმას".
16 აპრილს “ქართული ოცნებამ” განაცხადა, რომ დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელს ცალმხირვად აწერს. თუმცა ოპოზიციის ლიდერები აღნიშნავენ, რომ არ აპირებენ დანიელსონის მიერ შეთავაზებული დოკუმენტის ხელმოწერას პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების საკითხის გადაწყვეტის გარეშე.


