Accentnews.ge
"ძველ ბულვართან დაკავშირებით, ოპონენტები დეზინფორმაციისა და მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანიას აწარმოებენ"

"ძველ ბულვართან დაკავშირებით, ოპონენტები დეზინფორმაციისა და მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანიას აწარმოებენ"

18/04/2021 15:50:38 პოლიტიკა

ბათუმის მაჟორიტარი აჭარის უმაღლეს საბჭოში ტიტე აროშიძე ძველი ბულვარის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

"მსურს, გამოვეხმაურო ძველი ბულვარისა და ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების საკითხებს აჭარაში, რაც ოპონენტების მხრიდან გამოყენებულია დეზინფორმაციისა და მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანიის წარმოებისთვის: მთავრობის, ბათუმის მერიისა და სხვა უწყებების მიმართ.ფაქტები:

1. ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში, განსაკუთრებით ბოლო 3 წლის განმავლობაში, არ გასხვისებულა ძველი ბულვარის არცერთი კვადრატული მეტრი!

2. მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის დავალებით, დაიწყო ბულვარის კონსერვაციისა და განაშენიანების გეგმის მომზადება, რომელიც, იქნება დამტკიცებული საჯარო განხილვებისა და დაინტერესებული პირების სრული ჩართულობით. აღნიშნული დოკუმენტი, უზრუნველყოფს ძველი ბულვარის კონსერვაციას და მომავალშიც გამორიცხავს ცალკეულ არამართლზომიერ ჩარევებს მის განვითარებაში.გეგმის დამტკიცებამდე, გამოცხადებულია სრული მორატორიუმი ნებისმიერ ახალ პროექტზე ძველი ბათუმის ბულვარის საზღვრებში!

3. ე.წ. “ამბასადორის” ტერიტორია, კერძო მესაკუთრეზე გასხვისდა 2010 წელს (ისევე, როგორც “რივიერას” ტერიტორია) და პირველადი ნებართვა გაიცა 2018 წლის თებერვალში, ხოლო, ბოლო პერიოდში ნებართვაში ცვილილებები შევიდა კვალიფიციური ექსპერტების ჩართულობით. აღსანიშნავია, რომ გარდა ადმინისტრაციული ორგანოებისა, ნებართვის კანონიერებას შეისწავლის სასამართლო, თუმცა, საგულისხმოა, რომ სასამართლომ ნებართვის შეჩერება არ ჩათვალა მიზანშეწონილად!

4. ბულვარის ყოფილი დირექტორის მცდელობა, შეიყვანოს საზოგადოება შეცდომაში, დასტურდება იმით, რომ საუბარია სანაპირო ზოლის იჯარით გაცემაზე და არა რაიმე სხვა ფორმით კერძო საკუთრებაში გადაცემაზე, უფრო მეტიც, ხელშეკრულება ითვალისწინებს საჯარო ხელმისაწვდომობის ვალდებულებას. სანაპირო ზოლის იჯარით გაცემა, წარმოადგენდა აპრობირებულ პრაქტიკას მისი ბულვარში საქმიანობის და ხელმძღვანელობის პერიოდში. შესაბამისად, ბულვარის ყოფილი დირექტორის ცნობილი ქმედება, სამართლებრივი კითხვებისგან თავის დაღწევის უნიათო მცდელობაა!ჩვენი ხელისუფლებია პირობებში პლაჟები არ გასხვისდება და დარჩება ბათუმელების საკუთრებაში!

5. არცერთი ხელისუფლების დროს, არ მომხდარა იმ მასშტაბის სარესტავრაციო სამუშაოები აჭარაში, როგორც ბოლო წლებში, მაგ: თეატრი, რვაფეხა, საკათედრო ტაძარი, და სხვა. ჯამურად 30 მლნ ლარამდე.ასევე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადების შესაბამისად, ქალაქ ბათუმის გენგეგმის დამტკიცებამდე, ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს წევრები გაითვალისწინებენ მორატორიუმის პრინციპს, ძველი ბათუმის ტერიტორიაზე არსებულ პროექტებზე.

6. ბოლო პერიოდში, არცერთ ძეგლზე და მათ შორის პირველ აფთიაქზე, არ გაცემულა შენობის მოცულობების გაზრდის შემცველი ნებართვა!ასე რომ, ყველაფერი ცხადია, როცა უგულველყოფილია ობიექტურობის ინტერესი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა პირადი ინტერესებისათვის, ანგარებისთვის, უბრალოდ, უწესო საქციელია... რბილად რომ ვთქვათ...

P.s. ფაქტები შეგიძლიათ გადაამოწმოთ არსებული ოფიციალური წყაროებით" - წერს აროშიძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S