ხუხაშვილი:"კარგია ოპოზიციის ერთიანობა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს, არ გამოსდით და აღიარონ ეს, ნუ დაგვღალეს"
18/04/2021 16:16:57 პოლიტიკა
"კარგია ოპოზიციის ერთიანობა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს, არ გამოსდით და აღიარონ ეს, ნუ დაგვღალეს" - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.
"ის არგუმენტები რაც ოპოზიციას მოჰყავს, რას ჰქვია არ აწყობთ, შედითო ეუბნებიან. დათქმა იქნება, ხელისუფლებამ 40% თუ ვერ აიღო, ამ შემთხვევაში რიგგარეშე შედგება. რატომ არ აწყობთ? თუ იმის თავი არ აქვთ, რომ ყველამ ერთად 60%-ზე მეტი აიღონ მაშინ რა პრეტენზია აქვთ? ის რომ რიგგარეშე არჩევნები სხვანაირი არჩევნებია და ხალხი არ აქცევს ყურადღებას, ეს ტყუილი არგუმენტია. თუ იქნება განცდა, რომ ეს არჩევნები წყვეტს ძალაუფლების ბედს, თვითმმართველობის არჩევნები აქციონ დიდ სახალხო პროცესად და თუ ამის თავიც არ აქვთ, დაგვანებონ თავი, მოვა ვიღაც სხვა და ჩაანაცვლებს. რა უნდათ, რა უნდათ, რომ დანიელსონმა ჩამოართვას ძალაუფლება ქართულ ოცნებას და მათ გადასცეს? სხვაზე არაფერზე არ არიან თანახმა. ერთიანობა კარგია ოპოზიციის, მაგრამ ვერ მიაღწიეს მიზანს იმიტომ, რომ ხალხი სხვა პრობლემებთან დაკავებული და მათი დღის წესრიგით არ ცხოვრობს. ხრამი გაჩნდა მათსა და ხალხს შორის და აღიარონ, რომ არ გამოსდით, შევიდნენ ან არ შევიდნენ და დაამთავრო“, - აცხადებს ხუხაშვილი.


