Accentnews.ge
"შეიძლება, ითქვას, რომ ოპოზიციამ დიდწილად მიიღო ის, რასაც ელოდა"

"შეიძლება, ითქვას, რომ ოპოზიციამ დიდწილად მიიღო ის, რასაც ელოდა"

18/04/2021 17:35:24 პოლიტიკა

პოლიტიკოსი დავით ბაქრაძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მასში პოლიტიკური პატიმრების გათავისულფების საკითხი არის დაზუსტებული.

მისი თქმით, დოკუმენტში შეტანილი ახალი პირობების მიხედვით, შესაძლოა, ნიკა მელია და გიორგი რურუა, მასზე ხელმოწერის შემდეგ, ერთი კვირის ვადაში გათავისუფლდნენ.

"დოკუმენტში, წინა ვერსიასთან შედარებით, შეტანილია მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც ამ დოკუმენტს აუმჯობესებს. პირველ რიგში, ცვლილებები შეეხება პოლიტპატიმრების საკითხს და მკაფიო საუბარია ორი ადამიანის გამოშვებაზე, ვადებზე და იმაზე, როგორ უნდა მოხდეს ამის განხორციელება. შეიძლება, ითქვას, რომ ოპოზიციამ დიდწილად მიიღო ის, რასაც ელოდა, რომ ორივე ადამიანი - ნიკა მელია და გიორგი რურუა საპატიმროს დატოვებს ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

იხილეთ ასევე: რა წერია შარლ მიშელის მიერ საქართველოს მმართველი და ოპოზიციური პარტიებისთვის შეთავაზებულ ახალ დოკუმენტში

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S