"ვიმედოვნებ, შარლ მიშელის საბოლოო შეთანხმება ყველა მხარის მიერ იქნება მიღებული"
19/04/2021 05:39:27 პოლიტიკა
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი იმედს გამოთქვამს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ საქართველოს მმართველი და ოპოზიციური პარტიებისთვის შეთავაზებული ახალი დოკუმენტი ყველა მხარის მიერ იქნება მიღებული.
"მესამე ჯერზე მომხიბვლელია. იმედი მაქვს, რომ შარლ მიშელის სამართლიანი, ზუსტი და საბოლოო შეთანხმება ყველა მხარის მიერ იქნება მიღებული. საქართველოსთვის კომპრომისებზე წასვლა, სიძლიერეა. ქართველები იმსახურებენ, რომ მთელი პარლამენტი მათთვის მუშაობდეს", - წერს კრამონი სოციალურ ქსელში.
იხილეთ ასევე: რა წერია შარლ მიშელის მიერ საქართველოს მმართველი და ოპოზიციური პარტიებისთვის შეთავაზებულ ახალ დოკუმენტში


