დღეს ოპოზიცია რიყეზე შეიკრიბება და მოსახლეობას სამომავლო გეგმებს გააცნობს
19/04/2021 07:30:30 პოლიტიკა
დღეს ოპოზიცია რიყეზე შეიკრიბება და მოსახლეობას სამომავლო გეგმებს გააცნობს.
"კანონი და სამართლის" ლიდერის თაკო ჩარკვიანის თქმით, ოპოზიციური პარტიების ლიდერები 15:00 საათზე შეიკრიბებიან.
"ეს იქნება არა დიდი აქცია, არამედ უფრო შტაბის წარმოდგენა, დიდი საერთო შტაბის. ყველა პარტიის წარმომადგენლები იქნებიან. 15 მაისისთვის განცხადებას გავაკეთებთ, რომ რაღაცნაირად ეს ერთგვარი პრელუდია იყოს, რათა ადამიანებს გავაგებინოთ ჩვენი გეგმის შესახებ", - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.


