Accentnews.ge
"გახარიას პარტიის შემოსვლის ფაქტორს თუ გავითვალისწინებთ, "ოცნებამ" შეიძლება, 40%-იც ვერ აიღოს, ამის უზრუნველყოფა ოპოზიციის ხელშია"

"გახარიას პარტიის შემოსვლის ფაქტორს თუ გავითვალისწინებთ, "ოცნებამ" შეიძლება, 40%-იც ვერ აიღოს, ამის უზრუნველყოფა ოპოზიციის ხელშია"

19/04/2021 07:56:43 პოლიტიკა

"რესპუბლიკური პარტიის" ყოფილი წევრის დავით ზურაბიშვილის განცხადებით, იმის გათვალიწინებით, რომ ქართულ პოლიტიკურ ველზე ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტია შემოდის, მაღალი ალბათობაა, "ქართულმა ოცნებამ" არჩევნებში 40%-იც ვერ მიიღოს.

როგორც ზურაბიშვილი აცხადებს, ერთადერთი, რამაც შეიძლება, მმართველ გუნდს "სერიოზული ფორა" მისცეს, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ შარლ მიშელის ახალი დოკუმენტის ხელმოწერაზე უარის თქმა იქნება.

"გახარიას პარტიის შემოსვლის ფაქტორს თუ გავითვალისწინებთ, ძალიან მაღალია იმის ალბათობა, რომ 43 კი არა 40 პროცენტიც ვერ აიღოს "ოცნებამ" თვითმმართველობის არჩევნებში და ამ შედეგის უზრუნველყოფა მთლიანად ოპოზიციური პარტიების ხელშია. ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის, უბნის კოორდინატორების, ზონდერ-შპანას თუ კარტოფილების დარიგების ხარჯზე პროცენტის მომატებას თავისი ზღვარი აქვს. თან ეს არჩევნები უკვე დასავლეთის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იქნება, რომ იტყვიან, გამადიდებელი შუშით დააკვირდებიან ყველაფერს. ერთადერთი, რამაც შეიძლება სერიოზული ფორა მისცეს ხელისუფლებას ამ არჩევნებში, ესაა "ნაცმოძრაობის" მიერ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე უარის თქმა და ბოიკოტის გაგრძელება", - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

იხილეთ ასევე: რა წერია შარლ მიშელის მიერ საქართველოს მმართველი და ოპოზიციური პარტიებისთვის შეთავაზებულ ახალ დოკუმენტში

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S