Accentnews.ge
“ოცნება”: "გვარამიასა და ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეებში საერთაშორისო ექსპერტები უნდა ჩაერთონ"

“ოცნება”: "გვარამიასა და ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეებში საერთაშორისო ექსპერტები უნდა ჩაერთონ"

19/04/2021 08:30:56 პოლიტიკა

“ქართული ოცნება” ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ ახალ წინადადებას განცხადებით ეხმიანება, რომელშიც “ლელოს” დამფუძნებლებისა და “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სისხლის სამართლებრივ საქმეებზეც საუბრობს. მმართველი პარტიის შეფასებით, რადგან სამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ პარტია, ხოლო გვარამიამ ტელევიზია დააფუძნეს, მათი საქმეების შეფასებაში მონაწილეობა საერთაშორისო ექსპერტებმა უნდა მიიღონ.

"ვინაიდან, არის ორი სხვა მიმდინარე საქმე - ე.წ. ხაზარაძე-ჯაფარიძის და ნ. გვარამიას საქმეები, სადაც ერთ შემთხვევაში პირებმა, რომელთა მიმართაც ჩატარდა გამოძიება და მიმდინარეობს სამართალწარმოება, გამოძიების დაწყების შემდეგ შექმნეს პოლიტიკური პარტია და თავი შეაფარეს პოლიტიკურ სტატუსს, ხოლო მეორე შემთხვევაში, პირმა, რომლის მიმართაც ასევე მიმდინარეობს სამართალწარმოება (ის წინა ხელისუფლების პირობებში, გენერალური პროკურორის მოადგილე გახლდათ), დააფუძნა ტელევიზია და ჟურნალისტური საქმიანობით ცდილობს იმუნიტეტის მოპოვებას - ამ საქმეების შეფასება უნდა მოხდეს სამართლის სფეროში საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, რათა გამოირიცხოს აღნიშნული საქმეების პოლიტიკური გადაწყვეტის შესაძლებლობა და მათი შეფასება მოხდეს მხოლოდ სამართლებრივი სტანდარტებით. ვთვლით, რომ ამით გამოირიცხება ყველანაირი სუბიექტური აღქმა ჩვენს საზოგადოებაში, არის თუ არა ეს საქმეები პოლიტიკურად მოტივირებული", – აცხადებენ "ოცნებაში".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S