ვახტანგ მეგრელიშვილი, სანდრო რაქვიაშვილი და იაგო ხვიჩია საქართველოს პარლამენტში მივიდნენ
19/04/2021 09:10:36 პოლიტიკა
„გირჩის“ წარმომადგენლები ვახტანგ მეგრელიშვილი, სანდრო რაქვიაშვილი და იაგო ხვიჩია საქართველოს პარლამენტში მივიდნენ.
როგორც თავად აცხადებენ, ისინი ამ ეტაპზე საკანონმდებლო ორგანოში "მხოლოდ ადამიანების გაცნობას აპირებენ და საპარლამენტო საქმიანობაში არ ჩაერთვებიან".
მათ დღეს ევროკავშირისა და აშშ-ის მედიაციით შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი მოაწერეს. როგორც იაგო ხვიჩიამ განაცხადა, თუ დოკუმენტს "ქართული ოცნება" ხელს არ მოაწერს, ასეთ შემთხვევაში, შეთანხმება არ შედგება და ისინი გააგრძელებენ "იმ რეჟიმში პარლამენტში ყოფნას, რა რეჟიმშიც დღეს შედიან“.
ხვიჩიას თქმით, ისინი დერეფნებში იბრძოლებენ მათ მიერ დასახელებული 7 მოთხოვნის შესასრულებლად და ამ 7-დან თუ 1 მაინც დაკმაყოფილდება, პლენარულ სხდომაზეც შევლენ.


