აქტივისტები: "ვადამდელის გარეშე დოკუმენტი ევროატლანტიკურ ღირებულებებს ეწინააღმდეგება"
19/04/2021 09:14:43 პოლიტიკა
მოძრაობა "საქართველოსთვის" ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალ დოკუმენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, "ვადამდელი არჩევნების გარეშე ყველა დოკუმენტი, ეწინააღმდეგება სწორედ ევროატლანტიკურ ღირებულებებს".
"ჩვენ უნდა დავიცვათ სწორედ დასავლური დემოკრატია საქართველოში, რაც გამორიცხავს გაყალბებულ არჩევნებზე შეგუებას! ვადამდელი არჩევნების გარეშე ყველა დოკუმენტი, ეწინააღმდეგება სწორედ ევროატლანტიკურ ღირებულებებს! თუ ეს პოლიტიკური კლასი ვერ პასუხებს ქართველი ხალხის ძირითად მოთხოვნებს, ის აუცილებლად შეიცვლება", - ვკითხულობთ განცხადებაში.
იხილეთ ასევე: რა წერია შარლ მიშელის მიერ საქართველოს მმართველი და ოპოზიციური პარტიებისთვის შეთავაზებულ ახალ დოკუმენტში


