Accentnews.ge
ნიკა მელია – შარლ მიშელის ახალ დოკუმენტზე "მე ამ გარიგებაში ვერ და არ შევალ!"

ნიკა მელია – შარლ მიშელის ახალ დოკუმენტზე "მე ამ გარიგებაში ვერ და არ შევალ!"

19/04/2021 11:10:04 პოლიტიკა

ენმ–ის ლიდერი ნიკა მელია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ ახალ წინადადებას ციხიდან განცხადებით ეხმიანება.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"მოკლედ, მინდა, გითხრათ ჩემი მოსაზრება: რა გამოდის - ძალმომრეობას იმიტომ არ შევეგუე, უკანონობას იმიტომ არ დავემორჩილე და უსამართლობაზე იმიტომ არ დავხუჭე თვალი, რომ მერე ჩემი თავისუფლებისთვის ვინმეს ან მე გირაოდ გასაღებული გამოსასყიდი გადაგვეხადა. ეს ჩემთვის მიუღებელია! ჯერ პატიმრობა შემიფარდეს და მერე ჩემი თავისუფლებით დიაწყეს ვაჭრობა. ამ გზით მოპოვებული "თავისუფლების" შედეგი რა იქნება - შეწყალებული მოძალადე თანამდებობის პირები და პოლიციელები. და თან იმ ფონზე, რომ ქვეყნისთვის აუცილებელი პოლიტიკური მიზანი მიუღწეველია და კრიზისის რეალური დაძლევის გზა არ იკვეთება. მე ამ გარიგებაში ვერ და არ შევალ! ეს ჩემი შეუვალი პოზიციაა. "ოცნებამ" კარგად იცის, როგორ იკეტება ციხის კარი და ასევე მშვენივრად შეუძლია მისი გაღება", - ნათქვამია ნიკა მელიას განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S