"ვიმედოვნებთ, კრიზისის მოგვარებისკენ მივდივართ"
19/04/2021 11:18:07 პოლიტიკა
"ეს ძალიან პოზიტიურია. ვიმედოვნებთ, კრიზისის მოგვარებისკენ მივდივართ და ყველა პარტია კონსტრუქციულ მუშაობას განაგრძობს".
ამის შესახებ საქართველოში აშშ–ის ელჩმა კელი დეგნანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ ოპოზიციისა და ხელისუფლებისთვის შეთავაზებულ ახალ დოკუმენტზე კომენტარებისას განაცხადა.
იხილეთ ასევე: რა წერია შარლ მიშელის მიერ საქართველოს მმართველი და ოპოზიციური პარტიებისთვის შეთავაზებულ ახალ დოკუმენტში


