Accentnews.ge
„ქართული ოცნება“ მზად არის, შარლ მიშელის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის განახლებულ ვერსიას ხელი მოაწეროს

„ქართული ოცნება“ მზად არის, შარლ მიშელის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის განახლებულ ვერსიას ხელი მოაწეროს

19/04/2021 11:25:43 პოლიტიკა

„ქართული ოცნება“ მზადაა, შარლ მიშელის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის განახლებულ ვერსიას ხელი მოაწეროს.

როგორც „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მათ გამოხატეს პრინციპული მზადყოფნა ევროკავშირის და ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ეგიდით წარდგენილი, განახლებული დოკუმენტის ხელმოსაწერად.

„მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში 40%-იანი ნდობის პრინციპი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თანდასწრებით შეთანხმდა 8 მარტის შეთანხებით და ასახულია კონსტიტუციაში, კანონმდებლობაში და სხვა პროცენტულ მაჩვენებელს არ აქვს ლოგიკური ან სამართლებრივი საფუძველი, დღეს, პარტიის მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებაში ვთქვით და განვიხილეთ თვითმმართველობის არჩევნებში ნდობის 40%-იანი ზღვრის გაზრდა 43%-მდე. „ქართული ოცნება” მზად არის შეთანხმებას ხელი მოაწეროს ამ მაჩვენებლით“, - ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S