Accentnews.ge
"მიშელის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტის ხელმოწერაზე უარის თქმა საგრძნობლად დააზიანებს ოპოზიციას დასავლეთთან ურთიერთობებში"

"მიშელის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტის ხელმოწერაზე უარის თქმა საგრძნობლად დააზიანებს ოპოზიციას დასავლეთთან ურთიერთობებში"

19/04/2021 11:32:57 პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ თუ ოპოზიცია ხელს არ მოაწერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტს, ეს ოპოზიციას დასავლეთთან ურთიერთობის მიმართულებით დააზიანებს.

„მათთვის, ვისაც აინტერესებს ჩემი აზრი მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე. დავამატებდი, რომ დოკუმენტის ხელმოწერაზე უარის თქმა საგრძნობლად დააზიანებს ოპოზიციას დასავლეთთან ურთიერთობებში“, – წერს სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში.

სალომე სამადაშვილისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერებს. აკაკი მინაშვილის განცხადებით, შარლ მიშელის შეთანხმების ახალ დოკუმენტს „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს არ აწერს. გიორგი ბარამიძის თქმით, შემოთავაზებული დოკუმენტი ბუნდოვანია და ვინც მასზე ხელმოწერას თანხმდება, „ქართული ოცნების“ პოლიტიკას ახალისებს. „ქოცების ბინძური შანტაჟით შექმნილ არანაირ დოკუმენტზე ხელის მოწერა არ შეიძლება“, – განაცხადა ბარამიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S