Accentnews.ge
არასამთავრობოები: "მედიაციაში ჩართულ ყველა მხარეს ​მოვუწოდებთ, ხელი მოაწერონ წარდგენილ დოკუმენტს

არასამთავრობოები: "მედიაციაში ჩართულ ყველა მხარეს ​მოვუწოდებთ, ხელი მოაწერონ წარდგენილ დოკუმენტს

19/04/2021 11:43:00 პოლიტიკა

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მოლაპარაკებებში ჩართულ ყველა აქტორს მოუწოდებს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ წარდგენილ საბოლოო დოკუმენტს ხელი მოაწეროს.

"მისასალმებელია, რომ მედიაციაში ჩართულმა ცალკეულმა პარტიებმა დოკუმენტის ხელმოწერის მზაობა გამოხატეს, თუმცა სამწუხაროდ, ნაწილის ნება არ არის მკაფიოდ გამოხატული.

საქართველოს წინაშე არსებული საგარეო საფრთხეები, მძიმე ეკონომიკური და სოციალური გამოწვევები ყველა პოლიტიკურ პარტიისგან მოითხოვს ისეთ კომპრომისს, რომელიც უზრუნველყოფს პოლიტიკურ პლურალიზმს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოში, რაც დემოკრატიული პროცესების გაჯანსაღების წინაპირობაა.

დასავლელი პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევა და წარმოდგენილი კომპრომისული წინადადება შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დასრულების რეალური გზაა. მოვუწოდებთ მედიაციის პროცესში ჩართულ ყველა პოლიტიკურ აქტორს გაითვალისწინონ ქვეყანაში არსებული კრიზისული მდგომარეობა, საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური მომავლისთვისთვის შექმნილი საფრთხე. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელონ საერთო საზოგადოებრივი ინტერესებით, ხელი მოაწერონ წარმოდგენილ დოკუმენტს და მისი იმპლემენტაცია მოახდინონ საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად",-ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S