Accentnews.ge
„მზად ვარ, მივიღო ჩემთვის სკანდალური გადაწყვეტილება“ – პრეზიდენტი რურუას შეწყალებას გარკვეული პირობით გეგმავს

„მზად ვარ, მივიღო ჩემთვის სკანდალური გადაწყვეტილება“ – პრეზიდენტი რურუას შეწყალებას გარკვეული პირობით გეგმავს

19/04/2021 12:08:06 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გიორგი რურუას შეიწყალებს, თუმცა გარკვეული პირობით.

„მზად ვარ მივიღო ჩემთვის ნამდვილად სკანდალური გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილებას ვიღებ მხოლოდ შემდეგი პირობით: ეს ნაბიჯი ამ კრიზისის დასრულებისთვის ბოლო აკორდი უნდა იყოს და გზა გაუხსნას იმას, რომ ყოველგვარი სხვა მოთხოვნის გარეშე ქვეყანა და პარლამენტი შეუდგნენ ნორმალურ პოლიტიკურ რეჟიმს და გამოწვევებთან გამკლავებას. ჩემი გადაწყვეტილება განხორციელდება მხოლოდ მაშინ, როდესაც პარტიები ხელს მოაწერენ საბოლოო დოკუმენტს და შევლენ პარლამენტში და მეორეს მხრივ, ევროკავშირისა და აშშ-ს წარმომადგენლები გამოაცხადებენ, რომ შეთანხმება შედგა. ამ განცხადებიდანვე 1 კვირის ვადაში ხელს მოვაწერ შეწყალების აქტს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის: „მთავარი არხის“ ერთ-ერთ მეწილეს, გიორგი რურუას თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით 4-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. გიორგი რურუას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 381-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ძალაში შესული განაჩენის, ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას ანდა, მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S