თაკო ჩარკვიანი დოკუმენტის ხელმოწერაზე უარს ამბობს და გიორგი ვაშაძესთან კოალიციას ტოვებს
19/04/2021 12:30:18 პოლიტიკა
პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ დასავლელი პარტნორების მიერ შემოთავაზებული დოკუმენტი მისთვის მიუღებელია, ამიტომ მას ხელს მოაწერს.
ხოლო ვინაიდან დოკუმენტის ხელმოწერას გეგმავს გიორგი ვაშაძე, "სტრატეგია აღმაშენებელთან" კოალიციასაც დატოვებს.
"პრინციპულად მნიშვნელოვანია, სამართლებრივი სისტემის ცვლილება მოხდეს საქართველოში, თქვენი თაობა ეღირსოს ჯანმრთელ საარჩევნო სისტემას. ამ დოკუმენტში ეს არ ჩანს. თამარ ჟვანია რჩება, ხმებს ვინ გადათვლის, არ ვიცით, პროკურორს ვინ შეცვლის, არ ჩანს. დოკუმენტს ხელს არ მოვაწერ. გიორგიმ შეიძლება მაწეროს, მაგრამ არ მოვაწერ. კოალიციას დავტოვებ, ბუნებრივია". - განაცხადა ჩარკვიანმა.


